ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2026“-ის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ამჯერად დიდი გონდრიოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში იმყოფებოდნენ.
ანივარდ მოსოიანი და ვაან აროიანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლების: დილიფის, დიდი გონდრიოს, მამწვარას, ყულალისისა და პატარა გონდრიოს მოსახლეობას შეხვდნენ.
სოფლის კრებებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. განხილულ იქნა სოფლებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ხმათა უმრავლესობით შეირჩა პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც 2026 წელს განხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოქალაქეთა ჩართულობის ზრდას , როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, ასევე თემის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

