ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და სპეციალისტების ჩართულობით, ლეჩხუმის მდინარეების შენაკადები „წითელი ნუსხის“ სახეობა ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20 000 ქვირითით დათევზიანდა.
დათევზიანების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ველური ბუნების სააგენტოს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და რაჭა- ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მონაწილეობდნენ.
„წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტი, რომელსაც ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს, საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების და ეკობალანსის დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მდინარეების დათევზიანებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელის შედეგებიც ადასტურებს, რომ პროექტი წარმატებულია“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

