საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავა, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს იკავებდა. თავად აზარაშვილი მინისტრის პოსტზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, დღეს კი პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა.

როგორც ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამჟამად წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. მისივე თქმით, მას საქმის მასალები ჯერ არ გადასცემია და შესაბამისად არ იცის, რა ბრალდებით არის დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები