ახალქალაქელმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და საპრიზო ადგილები დაიკავეს.
ქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ევროპის ჩემპიონატში, ახალქალაქელმა გორ აივაზიანმა, კრივში, 23 წლამდელთა ასაკობრივ კატეგორიაში, მესამე ადგილი დაიკავა.
გრიშა ელიზბარიანმა ქალაქ ერევანში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატება მოიპოვა და მესამე ადგილი დაიკავა.
სოს ხაჩატრიანმა კი, ძიუდოში მესამე ადგილი დაიკავა.
ევროპის ჩემპიონ სპორტსმენებს ახალქალაქის თვითმმართველობის წარმომადგენლები საზეიმოდ დახვდნენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, მელქონ მაკარიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანმა, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, ახალგაზრდა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცეს და ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის სასიკეთოდ, სამომავლოდ წარმატება უსურვეს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

