ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში გარე განათების სისტემები მოეწყო

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025-ის“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მუნიციპალიტეტის სოფლებში გარე განათების სისტემების რეაბილიტაცია და ახალი ელექტროგაყვანილობის ქსელების მოწყობა იყო.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 19 სოფელში გარე განათების სისტემები მოწესრიგდა და მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტული საკითხების სრულად უზრუნველყოფა მოხდა.

გარე განათება შემდეგ სოფლებში მოეწყო:

ტურცხი, ბუზავეთი, კულიკამი, თახჩა, დილისკა, ჩუნჩხა, ბავრა, ხორენია, კოთელია, კოჩიო, გოგაშენი, კუმურდო, ქარცეფი, სულდა, ბურნაშეთი, ალასტანი, ვარევანი, არაგვა, ხოსპიო.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში შემავალი 64 სოფლიდან , 2024 წელს გარე განათების სისტემის რეკონსტრუქცია 22 სოფელში განხორციელდა, 2025 წელს კი 19 სოფელში. ეს პროექტი მომდევნო წელსაც გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა სოფელი იქნება გარე განათებით უზრუნველყოფილი.

აღნიშნული პროექტები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მათი ჯამური ღირებულება 455 777 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები