ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლების – ბურნაშეთისა და აზავრეთის დამაკავშირებელ საგზაო მონაკვეთსა და შიდა საუბნო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ორ კილომეტრამდე გზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს და ორ ეტაპად ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა გზის სავალი ნაწილი და მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა.
ასევე დამონტაჟდება წყალარინები და საგზაო ნიშნები.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 587 700 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

