ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
სოფელ ბოზალში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობა დასრულდა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 159 150 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

