Monday, November 25, 2024
6.8 C
Tbilisi

რომან გოცირიძე: ბოლო 2 კვირაში „თიბისი ბანკმა“, „საქართველოს ბანკმა“ და „საქართველოს კაპიტალმა“ დაკარგა 1.4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი (4.7 მილიარდი ლარი)

„ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სამი კომპანიით არის წარმოდგენილი. ესენია: „თიბისი ბანკი“, „საქართველოს ბანკი“ და „საქართველოს კაპიტალი“. პირველი მაისიდან დღემდე, ორი კვირის განმავლობაში, ამ კომპანიების აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, შემცირდა 25 პროცენტით.

„საქართველოს ბანკის“  საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 2.850 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის კი 2.138 მილიარდია. კლებამ 712 მილიონი სტერლინგი შეადგინა.

თიბისი ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 2.179 მილიარდი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის 1.634 მილიარდია. კლებამ 545 მილიონი სტერლინგი შეადგინა.

საქართველოს კაპიტალის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მაისის მდგომარეობით იყო 614.4 მილიონი გირვანქა სტერლინგი, დღეისათვის 460.8 მილიონია. კლებამ 153.6 მილიონი სტერლინგი შეადგინა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამივე კომპანიამ დაკარგა 1.4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი (4.7 მილიარდი ლარი).

ესაა აგენტების რუსული კანონის პირველი ეფექტი, – წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი, რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები