ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე – დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ სწრაფვას, თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოეთის აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს.
„ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით. ქართველი პარლამენტარები დგანან კრიტიკული არჩევანის წინაშე – დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ სწრაფვას, თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოეთის აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს. „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები და ქმედებები ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებას და შეერთებული შტატებისა და ევროპისგან ქართველების იზოლაციისთვის არის შექმნილია. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”, – აცხადებს სალივანი.