Sunday, November 24, 2024
4.8 C
Tbilisi

სებ-მა, ახლად გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომის განსახილველად, ეკონომისტებთან პირველი დისკუსია გამართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახლად გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომის – “საბაზო ინფლაციის ალტერნატივა: ორ-კომპონენტიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის დანერგვა პროგნოზირების და ანალიზის სისტემის (FPAS) მქონე ცენტრალურ ბანკებში” განსახილველად,  ეკონომისტებთან პირველი დისკუსია გამართა.

შეხვედრა ადგილობრივ ეკონომისტებთან დისკუსიის ფორმატში წარიმართა. დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ კვლევის მთავარ მიგნებებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე.

საზოგადოებასთან კომუნიკაცია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, ახლად გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომების განსახილველად, ქვეყნის მასშტაბით ეკონომისტებთან ერთად პერიოდულ დისკუსიების სერიას გააგრძელებს.

დისკუსიების მიზანი მიმდინარე კვლევებზე უკუკავშირის მიღება, პოტენციური სამომავლო საკვლევი საკითხების იდენტიფიცირება და პროფესიული მსჯელობის ხელშეწყობაა. კვლევითი ნაშრომები, სადაც ავტორების პირადი ხედვები და კვლევის შედეგებია გადმოცემული, ცენტრალური ბანკებისთვის მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეულ შესწავლაში წვლილის შეტანას ისახავს მიზნად.

კვლევითი პუბლიკაციების ნახვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევითი ნაშრომების კატეგორიაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები