საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 აპრილი, 2024) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6849 ლარი შეადგინა.
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8804 ლარია, ხოლო 1 ბრიტანული გირვანქა სტერლინგის 3.3677 ლარი.
ეროვნული ბანკის მიერ 29 აპრილს დადგენილი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6835 ლარი, 1 ევრო 2.8762 ლარი, ხოლო 1 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3.3635 ლარი ღირდა.
ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი ძალაში 1-ელ მაისს შევა.
ლარის მიმართ დანარჩენი უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსები იხილეთ ბმულზე.