Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

დევიდ ქამერონი აშშ-ში ვიზიტისას სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს და „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შეხვდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი დევიდ ქამერონი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდება და ისრაელ-ღაზას ომის საკითხებს განიხილავს, კონგრესში გამოსვლისას კი, ხაზს გაუსვამს უკრაინისთვის დახმარების პაკეტის გამოყოფის აუცილებლობაზე.

ბლინკენთან შეხვედრამდე ქამერონი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს ფლორიდაში შეხვდება. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ოპოზიციონერ კანდიდატთან შეხვედრა „სტანდარტული პრაქტიკაა“.

ქამერონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ იგი შეხვდება წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელ“ სპიკერს, მაიკ ჯონსონს და მოუწოდებს მას მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცებას, რომელსაც ის თვეების განმავლობაში ბლოკავდა.

„უკრაინის წარმატება და პუტინის წარუმატებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის. ალტერნატივა მხოლოდ წაახალისებს პუტინს შემდგომ მცდელობებში ძალის გამოყენებით ხელახლა დახაზოს ევროპული საზღვრები“, – ნათქვამია ქამერონის განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები