Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

ირაკლი ღარიბაშვილი: მარტიდან, მომდევნო ასი დღის განმავლობაში, ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას, მთავარი მიზანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება

„მარტიდან, მომდევნო ასი დღის განმავლობაში, ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას, მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პარტიის მიზანია, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე.

„მოგესალმებით, პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ მირქმის დღესასწაული. მოგეხსენებათ, რომ პარტიის თავმჯდომარის რანგში დღეს ვმართავ პირველ ბრიფინგს და მინდა გაცნობოთ თქვენ და საზოგადოებას ჩემი გეგმების შესახებ.

მარტიდან, მომდევნო ასი დღის განმავლობაში, ვგეგმავ ათ რეგიონში ჩასვლას, მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის.

მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანია, მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე, ამისთვის საჭიროა ჩვენი რესურსების, აქტივის მაქსიმალური მობილიზაცია, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი.

გავიმეორებ – ჩვენი მიზანია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მე მექნება მათთან შეხვედრები.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, პარლამენტთან. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და წარმატება ვუსურვო პრემიერ ირაკლი კობახიძის მთავრობას, ყველა მინისტრს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები