ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის არქივის ფოტო
აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.
ინფორმაციას ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.