„ფორმულა ძალიან მარტივია. ივანიშვილმა გადაწყვიტა თვითონ წაიღოს სახლში ის ათეულობით მილიონი, რასაც კალაძე წერეთლის ვითომდა რეაბილიტაციაში აპირებდა საკუთარი ოჯახისთვის მოეხმარებინა. ქურდის ქურდი ცხონდაო. აბა ფეხებზეც არ ჰკიდიათ წერეთლის და საერთოდ, ქალაქის მორჩილ მცხოვრებთა ინტერესები და ჯანმრთელობა. იციან, მონებისგან ხმებს მაინც მიიღებენ“, – წერს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.