სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოქალაქეებს ახალ, 2024 წელს ულოცავს.
„მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი. სიტყვას აქვს ძლიერი ძალა. რამდენიმე საუკუნის წინ იყო ხალხში ასეთი წესი, ხვდებოდნენ ერთმანეთს და ეუბნებოდნენ – გიხაროდენ შინ და გარეთ, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. მშვიდობა ჩვენს ქვეყანას. ღმერთმა დაგლოცოთ, ამინ“, – განაცხადა ვიდეო მიმართვაში ილია მეორემ.