Saturday, November 23, 2024
6.8 C
Tbilisi

ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია

საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და ეს იქნა შესაბამისად აღქმული და შეფასებული ევროკომისიის მიერ, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, დუბაიში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის.

„მე არ დავყოფდი ახალ და ძველ რეკომენდაციებს, არც რაოდენობით დავითვლიდი ამ რეკომენდაციებს, საქართველომ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და ეს იქნა შესაბამისად აღქმული და შეფასებული ევროკომისიის მიერ. ეს გამოიხატა კონკრეტულ რეკომენდაციაში, შესაბამისად, ეს მიღებული რეკომენდაცია საუბრობს იმ ძალისხმევაზე, რომელიც გასწია ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა ქვეყანამ. სწორედ ეს ევროკომისიის რეკომენდაცია მეტყველებს იმ ძალისხმევაზე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გასწია, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენ არ გვაქვს აღქმა, რომ ერთ ან ორ თვეში ან რომელიმე ტიპის დოკუმენტით ეს პროცესი დაიხურება. საქართველო თანმიმდევრულად არის ჩართული ამ პროცესში. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას სჭირდება მუდმივად განგრძობადი რეფორმები და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აქვს აღებული და ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროპული ოჯახის საბოლოო წევრობამდე. რაც შეეხება ლიდერებთან კომუნიკაციას, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე მე, ძალიან ხშირად ვიყენებთ სხვადასხვა პლატფორმებს იმისათვის, რომ ორმხრივ ფორმატებში ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან. ერთი არის ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც დადო ეს დასკვნა, ხოლო მეორეა, როდესაც ჩვენ უკვე წევრ ქვეყნებთან, დედაქალაქებთან უშუალოდ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღონ. საბოლოო ჯამში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის თითოეული წევრი ქვეყნიდან ერთი ხმა, შესაბამისად, მასშტაბის თუ მოცულობის თუ ნებისმიერი პარამეტრით შეფასების მიუხედავად, თითოეულ ქვეყანას აქვს ერთი ხმა და ჩვენთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს გადაწყვტილება კონსესუსით უნდა მიიღოს ყველა წევრმა ქვეყანამ, შესაბამისად, როგორც პრემიერ-მინისტრი, ისე ყველა სხვა პასუხისმგებელი სახელმწიფო მოხელე მუშაობს აქტიურად, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა სხვადასხვა ლიდერთან, მათ შორის შარლ მიშელთან კომუნიკაციის.

„პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა გაეზიარებინა მისთვის ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ ბოლო პერიოდში გადადგა. რა თქმა უნდა, დადებითად იქნა შეფასებული ევროკომისიის მიერ მიღებული დადებითი რეკომენდაცია, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ევროპული საბჭოსადმი. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის, ტრადიციულად მათ ისაუბრეს საშუალო, მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი საერთო თანამშრომლობის საკითხებზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრაც ახალ საინტერესო იმპულსს მოიტანს ჩვენი მომავალი თანამშრომლობის – ევროკავშირისა და საქართველოსი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაუზიარა პრეზიდენტს იმ მოლოდინების შესახებ, რომელიც ქვეყანაში არის, რადგანაც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება, რომელიც იქნება ახალი ფურცელი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე და სწორედ ამ მოლოდინებზე, დადებით მოლოდინებზე და გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ჩვენ ველოდებით ევროპული საბჭოსგან, იყო საუბარი. საუბარი იყო ძალიან საინტერესო, კონკრეტულ რეფორმებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა გაუზიარა პრეზიდენტს ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი დოკუმენტები. საუბარი მაქვს სამოქმედო გეგმებზე, სადაც გაწერილია ვადებში ჩვენს მიერ მომავალში განსახორციელებელი რეფორმები. კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ პასუხისმგებლობის აღებას, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან პერსპექტივაში რეფორმირებას. ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლებზეც იყო საუბარი პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტსა შორის“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები