Saturday, November 23, 2024
12.8 C
Tbilisi

თავდაცვის სამინისტრო კერძო სექტორთან ინტენსიურ თანამშრომლობას აგრძელებს

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისა და დაფასების პოლიტიკის ფარგლებში კერძო სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს. ამ მიზნით თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სხვადასხვა კომპანიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს და მოლაპარაკებებს აწარმოებს. თავდაცვის სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები კიდევ 11 ორგანიზაციასთან გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწერეს. მინისტრის მოადგილემ მათ ქართული ჯარის მხარდაჭერისა და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამხედროსამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობა სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე უწყებაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს შემეცნებითსაგანმანათლებლო, სამკურნალოსარეაბილიტაციო თუ სპორტულგამაჯანსაღებელ დაწესებულებებში უფასო და შეღავათიანი მომსახურებით სარგებლობის მრავალფეროვან შესაძლებლობას აძლევს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები