საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
იგი ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის − ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა.
ვახშამი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გაიმართა.
ამავე ვახშამზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ზურაბიშვილი საფრანგეთში „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად გაემგზავრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ 10 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან, ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს.
„პარიზის მშვიდობის ფორუმი“ 10-11 ნოემბერს იმართება.