97 წლის ასაკში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა

97 წლის ასაკში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ გაავრცელა.

„დღეს ჩემს გულში, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულში, ღრმა მწუხარება და ტკივილი სუფევს, რადგან დასრულდა მისი უწმინდესობის, პატრიარქ ფილარეტის მიწიერი ცხოვრება.

პატრიარქ ფილარეტის გულისცემა 98-ე წელს შეწყდა. თუმცა მისი ხსოვნა ლოცვით სამუდამოდ დარჩება ავტოკეფალურ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ნათელი და მარადიული იყოს მისი ხსოვნა, ხოლო მისი სული ზეცაში ხარობდეს იმ კეთილი ნაყოფებით, რომლებიც მისმა კეთილმა შრომამ ამქვეყნად გამოიღო და კვლავაც გამოიღებს“, – ნათქვამია ეპიფანეს განცხადებაში.

ფილარეტი 9 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კიევის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებდა.

ფილარეტი იყო უკრაინის მართლმადიდებელი იერარქი, რომელიც 1995 წლიდან 2018 წლამდე ხელმძღვანელობდა კიევის საპატრიარქოს, როგორც კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქი.

მან 2018 წლიდან, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ახალ ეკლესიას ტომოსი [ავტოკეფალიის დოკუმენტი] გადასცა, ფილარეტმა მართვის სადავეები მიტროპოლიტ ეპიფანეს სასარგებლოდ დათმო, თავად კი საპატიო პატრიარქის ტიტული მიიღო.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები