შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ისინი, სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით მივიდნენ. მსვლელობას წინ მიუძღვებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.


