რომან გოცირიძე: საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების მიზანია ჩალის ფასად გაყიდონ და ხელში ჩაიგდონ თბილისის ცენტრში მდებარე საუნივერსიტეტო კორპუსები, განათლების რეფორმად წოდებული ავანტურა არის დანაშაულებრივი

„რუსთავში 40-ათასიანი, ქუთაისში კი 20-ათასიანი, მილიარდი ლარის ღირებულების საუნივერსიტეტო ქალაქების აშენება არის აბსურდი და ემსახურება „ქართული ოცნების“ სამშენებლო კლანის კორუფციულ და ფინანსურ ინტერესებს.

ამ გადაწყვეტილების მიზანია:

-ჩალის ფასად გაყიდონ და ხელში ჩაიგდონ თბილისის ცენტრში მდებარე საუნივერსიტეტო კორპუსები.

-მისცენ მსუყე შეკვეთები “ოცნების” სამშენებლო კლანს.

-გაზარდონ ივანიშვილისა და რუხაძის კომპანიების ცემენტის გაყიდვები. გერმანული “ჰაიდელბერგის” ქვეყნიდან ფაქტობრივი გაძევების შემდეგ ცემენტის წარმოების ასი პროცენტი საქართველოში ეკუთვნის ივანიშვილ-რუხაძის კომპანიას.

-გაზარდონ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მიერ წარმოებული სამშენებლო რკინა-მასალების რეალიზება. ეს უკანასკნელი ეკუთვნის ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორ ირაკლი რუხაძეს.

-რუსთავში და ქუთაისში ასეულ მილიონობით ლარის ღურებულების ტერიტორიების ბიუჯეტის ფულით გამოსყიდვით ასარგებლონ ამ ტერიტორიების „ოცნების“ მხარდამჭერ პირებს და შექმნან კორუფციული “ატკატების” დამატებითი საშუალება.

ქალქგარეთ, სატრანსპორტო კოლაფსის პირობებში, ყოველდღიურად ათეულ ათასობით სტუდენტისა და მასწავლებლის გადაადგილება წარმოქმნის დამატებით სირთულეებს როგორც თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის მოსახლეობისათვის, ასევე უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პერსონალისათვის.

განათლების რეფორმად წოდებული ავანტურა არის დანაშაულებრივი და ემსახურება ხელისუფლებაში მოკალათებული პირების პირად კორუფციულ ინტერესებს“, – წერს პარლამენტის ყოფილი წევრი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები