პაატა ბურჭულაძე კლინიკაში გადაიყვანეს – „გამოკვლევაზე მივდივარ და აუცილებლად დავბრუნდები“

მოძრაობის „რუსთაველის გამზირი“ ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს მედიკოსების დახმარება დასჭირდა. ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რუსთაველის გამზირიდან კლინიკაში გადაიყვანა.

„გამოკვლევაზე მივდივარ და მე აუცილებლად დავბრუნდები“, – განუცხადა ბურჭულაძემ ჟურნალისტს.

ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, პაატა ბურჭულაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აღნიშნა, რომ „გარკვეული ცვლილებებია“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები