ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ევროპის 29 ქვეყანაში მოკლე ვადით იმოგზაურებს, 12 ოქტომბრიდან ახალი სისტემა ამოქმედდება.
კერძოდ, ამ ეტაპზე საუბარია იმის შესახებ, რომ შესვლა-გასვლის სისტემა თანდათანობით ჩაიწერს: მონაცემებს სამგზავრო დოკუმენტიდან; მგზავრობის თარიღებს; ბიომეტრიულ მონაცემებს.
როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა წერს, აღნიშნული სიახლე ევროკავშირის მონაცემთა დაცვის წესების შესაბამისად ამოქმედდება.

