ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ბოლოს კომუნიკაცია ორი კვირის წინ ჰქონდა და არ იცის, თუ სად იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავის წინამორბედთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ბოლოს კომუნიკაცია ორი კვირის წინ ჰქონდა და არ იცის, თუ სად იმყოფება ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე.

„კომუნიკაცია ორი კვირის წინ მქონდა და შეიძლება იმის მერე სხვაგან წავიდა. მარტივ პასუხს გეუბნებით, არ ვიცი, შეგიძლიათ არ დამიჯეროთ, შეგიძლია დამიჯეროთ… არ ვიცი.. არ ვიცი… არ ვიცი… არ ვიცი…“ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ – იცის თუ არა სად არის ახლა ირაკლი ღარიბაშვილი და როდის ჰქონდა მასთან ბოლოს კომუნიკაცია?

მანამდე, 24 სექტემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, 16 სექტემბერს „მთელი ღამით ჰყავდათ დაკავებული ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გათავისუფლება მხოლოდ დილით მოხდა“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები