რუსეთი უარს ამბობს ტერმინ „არამეგობრული ქვეყნების“ გამოყენებაზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ტერმინზე უარზე თქმის მიუხედავად, ის კანონმდებლობაში მაინც რჩება.
„მაგრამ, როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თავის გამოსვლაში განაცხადა, მან ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ არ გვყავს არამეგობრული ქვეყნები, არსებობენ ქვეყნები, რომლებსაც ჰყავთ არამეგობრული მთავრობები რუსეთის ფედერაციის მიმართ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
თავის მხრივ, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის არამეგობრული ქვეყნების სიიდან ამოღების საკითხი, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების წყალობით.

