ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კომერციული სატვირთო ავტომანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
„დაუყოვნებლივ ვაჩერებთ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას. აშშ-ის გზებზე დიდი სატვირთო მანქანების მართვისას უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს ამცირებს“, – წერს რუბიო.

