ძალიან რთულია, თუ არა შეუძლებელი, გაიმარჯვო ომში ისე, რომ დამპყრობელ ქვეყანას თავს არ დაესხა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ჯო ბაიდენი უკრაინას არ აძლევდა ბრძოლის საშუალებას.
„ძალიან რთულია, თუ არა შეუძლებელი, გაიმარჯვო ომში ისე, რომ დამპყრობელ ქვეყანას თავს არ დაესხა. ეს ჰგავს ფანტასტიკურ სპორტულ ნაკრებს, რომელსაც ძალიან კარგი დაცვა ჰყავს, მაგრამ შეტევაში თამაშის უფლება არ აქვს. გამარჯვების შანსი ამ შემთხვევაში არ არსებობს! ასეა უკრაინისა და რუსეთის შემთხვევაში. თაღლითი და სრულიად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას ბრძოლის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. ასე რანაირად მოხდა? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ომი არ მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი – ნულოვანი შანსი! წინ საინტერესო დრო გველოდება“, – წერს დონალდ ტრამპი.

