ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ 15 აგვისტოს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე პუტინის მიერ გაცხადებულ მოთხოვნებს აქვეყნებს.
კერძოდ, ტრამპთან შეხვედრის დროს, პუტინმა მოითხოვა, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ ალიანსის გარეთ „უსაფრთხოების გარანტიებს“ მიიღებს;
ყირიმი აღიარებული იქნება რუსეთის ფედერაციად;
რუსეთი უკრაინას ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს, რომლებსაც ამჟამად აკონტროლებს;
რუსეთი სამხრეთით (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზს გაყინავს;
უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს;
რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი უნდა მოიხსნას;
რუსული ენა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ოფიციალურ სტატუსს მიიღებენ.

