ტრამპისა და პუტინის ალასკაზე გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი ორშაბათს, ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება. მან თქვა, რომ „მადლიერია მიწვევისთვის“.
ზელენსკიმ გავრცელებულ გაცხადებაში აღნიშნა, რომ მას ტრამპთან „ხანგრძლივი და შინაარსიანი“ ერთსაათიანი საუბარი ჰქონდა ერთი-ერთზე, რის შემდეგაც ევროპელ ლიდერებსაც ესაუბრა.

