ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვაშინგტონი უარყოფს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ.
„შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ „ჰამასის“ პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას უკან ხევს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა“, – წერს რუბიო სოციალურ ქსელში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცახდა, რომ საფრანგეთი აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს. მან თქვა, რომ ოფიციალურ განცხადებას იგი სექტემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააკეთებს.

