ლევან ხაბეიშვილი: კალაძეს ივანიშვილთან 2 მილიარდი ლარი აქვს მისატანი, მის მიმართ არის გზავნილი, რომ თუ არ მიიტანა, ან მიქაუტაძის გზას დაადგები, ან რიჟვაძის გზას

„კალაძეს ივანიშვილთან 2 მილიარდი ლარი (800 მილიონი დოლარი) აქვს მისატანი… დასაჭერად აქვს საქმე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

„კალაძის მიმართ არის გზავნილი, რომ თუ არ მიიტანა 800 მილიონი დოლარი, ან მიქაუტაძის გზას დაადგები, ან აქეთ რიჟვაძის გზას, რომელიც გადის ან სიკვდილზე, ან ციხეზე… ამიტომ, კალაძეს ძალიან მძიმე რეალობა უდგას და მე ეჭვი მაქვს – კახი, ჩვენი დასაცავი გახდები“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველთან“.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები