მოსკოვის რეგიონში აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელს, ელშან იბრაჰიმოვს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინფორმაცია რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ თავად ელშან იბრაჰიმოვმა დაადასტურა, რომელიც აზერბაიჯანელების რეგიონული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის თავმჯდომარეა.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მოსკოვის ოლქის ისტრას რაიონში, ადგილობრივი აზერბაიჯანული დიასპორის ხელმძღვანელის სავაჭრო ობიექტებში კიდევ ერთი ანტიმიგრანტული რეიდი მოხდა. მოსკოვის ოლქის აზერბაიჯანელების ე.წ. მოსკოვის ოლქის აზერბაიჯანელების რეგიონული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის წარმომადგენლის, ტახირ ჰაჯიევის ბაზარში პრევენციული ღონისძიებების დროს, უსაფრთხოების სამსახურებმა ამოიცნეს მიგრანტები, რომლებიც სამუშაო ნებართვის გარეშე მუშაობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალების დამსაქმებელი აღმოჩნდა ორგანიზაცია, რომელსაც დიასპორის იგივე წარმომადგენლები აკონტროლებენ. ადგილზე ასევე აღმოაჩინეს მიწისქვეშა „სასტუმრო“ და რელიგიური დაწესებულება, რომელთა კანონიერება ამჟამად მოწმდება.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები