Tuesday, April 29, 2025
5.8 C
Tbilisi

შალვა პაპუაშვილი: გერმანულმა „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს – 2005-2009 წლებში სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ცენზორს

„დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. სწორედ ეს არის ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ თამარ კინწურაშვილი მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია.

„სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი.

გერმანულმა „დოიჩე ველემ“ სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. ადამიანს, რომელიც 2005-2009 წლებში იყო სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ცენზორი, 2010-2013 წლებში სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „DW W Tamar Kintsurashvili Recipient of the DW Freedom of fSpeech Award 2025 DW/Lisa @DW/LisaLouls Louls“ გამოსახულება

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები