Friday, March 14, 2025
16.8 C
Tbilisi

მარკო რუბიო: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა

აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას,  ახლა სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის კეთილდღეობის ახალი ერის დაწყების დროა – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სათაურით – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა.

„აშშ მაღალ შეფასებას აძლევს ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას. ეს არის შესაძლებლობა ორივე ქვეყნისთვის, გადაშალონ ფურცელი ათწლეულების წინანდელი კონფლიქტის, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ახლა მშვიდობისკენ სწრაფვის, ხელის მოწერის, ხელშეკრულების რატიფიკაციისა და სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის კეთილდღეობის ახალი ერის დაწყების დროა“, – აცხადებს რუბიო.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები