მოტივაცია, კარიერული წინსვლა, დასაქმების 100%-იანი პერსპექტივა და კვალიფიკაციის ამაღლება – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტების მიღებას იწყებს.
თავდაცვის სამინისტრო აბიტურიენტებს სთავაზობს უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში არსებულ ერთადერთ უმაღლეს სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულება – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
რეგისტრაციის კოდი – 155
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის დარეგისტრირება შეუძლიათ ვებ–გვერდზე online.naec.ge. 2 აპრილის 18:00 საათამდე.
ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
➤ თავდაცვა და უსაფრთხოება
➤ სამართალი
➤ მენეჯმენტი
➤ ინფორმატიკა
➤ საავიაციო და მექანიკის ინჟინერია
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის წოდება – ლეიტენანტი.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერის სწავლა (უმაღლესი განათლების ორივე საფეხურზე) და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. იუნკერები აკადემიაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით, კვებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მატერიალური და საკანცელარიო ნივთებით, სამხედრო ფორმითა და აღჭურვილობით. აკადემიის ინფრასტრუქტურული გარემო სრულად პასუხობს სამხედრო ტიპის სასწავლებლის უმაღლეს სტანდარტებს.
მინიმალური სტიპენდია – 320 ლარი. ზრდადი სტიპენდია – დაენიშნებათ მაღალი მოსწრების იუნკერებს, სემესტრული რეიტინგული ქულის შესაბამისად. მე-4 კურსის იუნკერები კი, სრული კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1200 ლარს მიიღებენ.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულების შემდეგ, იუნკერებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში დასაქმების 100%-იანი პერსპექტივა ექნებათ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებ. გვერდზე https://eta.edu.ge/ge ან დაუკავშირდით აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს +995 599 218 082