Friday, February 21, 2025
-1.2 C
Tbilisi

დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, ორ ჰექტარ ფართობზე, რეკრეაციული სივრცე ეწყობა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ორ ჰექტარს შეადგენს, რეკრეაციულ სივრცეს აწყობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლითი (გამოხშირვითი/გაწმენდითი) ჭრის სამუშაოები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, მოიჭრა თვითნათესი მცენარეები. გარდა ამისა, ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო ნარჩენებისგან და მოიხსნა უკანონო შემოღობვები.

რეკრეაციულ ზონაში გადიოდა ამორტიზებული წყლის კოლექტირი, რომელიც სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა, ასევე მოეწყო საკანალიზაციო სისტემაც. გარდა ამისა, ტერიტორიაზე არსებული გაზის მილი მიწისქვეშ ჩავიდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნება თანამედროვე რეკრეაციული სივრცე, სადაც იქნება საფეხმავლო ბილიკი, ცხოველთა სასეირნო სივრცე, გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიებები: მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მცენარე და დაითესება ბალახის საფარი.

სამუშაოების ღირებულება 5 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები