ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს გადამზადების ტრენინგ-კვირეული (BET / Business Excellence Training) დაასრულეს.
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) ფარგლებში მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ინტენსიური ბიზნეს გადამზადების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულ წარმომადგენელ ახალგაზრდებს ტრენინგის დასრულების სერტიფიკატები გადაეცათ.
აღნიშნულ ტრენინგზე მონაწილეობდა 17 მუნიციპალიტეტის, კერძოდ ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 75 ახალგაზრდა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილებდნენ.
პროექტის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამების მენეჯერმა ლაშა გოგიძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა, ლიბერთი ბანკის მიკრო და მცირე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ხათუნა ჭელიძემ, მერსი ქორფსის საქართველოს წარმოამდგენლობის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა და RDYE პროექტის დირექტორმა, უჩა ვარამაშვილმა.
„სამოცდათხუთმეტმა ახალგარზრდამ გაიარა საკმაოდ ხანგრძლივი ეტაპი, ბიზნეს გადამზადების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგების ფარგლებში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, კურსდამთავრებულები შეიმუშავებენ და წარაგვიდგენენ ბიზნეს გეგმებს დაფინანსების მოპოვების მიზნით. პროექტის საგრანტო კომპონენტი მათ მისცემს შესაძლებლობას წამოიწყონ ახალი ბიზნესი ან განავითარონ უკვე არსებული სამეწარმეო საქმიანობა. მინდა ავღნიშნო, რომ პროცესი ხელს უწყობს არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე სოციალური და ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებას, არამედ გამარჯვებულ ახალგაზრდებს წარმოჩენს მისაბაძ მაგალითებად, რაც სხვა ახალგაზრდების მოტივირებასა და ინსპირირებას განაპირობებს“ – უჩა ვარამაშვილი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) დირექტორი.
,,ლიბერთი ბანკი აგრძელებს პროექტის „ახალგაზრდა მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მხარდაჭერას. პარტნიორობის ფარგლებში, ჩვენ შევქმენით „ფინანსური წიგნიერების სასწავლო მოდული, რომელსაც ბიზნეს ტრენინგის მონაწილეები გადიან. სულ მალე პროექტის მონაწილე ახალგაზრდები წარმოადგენენ საკუთარ ბიზნეს იდეებს დასაფინანსებლად. მოხარული ვართ, რომ სწორედ ლიბერთის ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელია რეგიონებში მცხოვრები ახალგზარდა მეწარმეების წახალისება” – ხათუნა ჭელიძე, ლიბერთის მიკრო და მცირე დაკრედიტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და რვაასამდე ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა, არსებული ახალგაზრდული საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით. პირველ ეტაპზე 33 გამარჯვებული დაჯილდოვდა.
RDYE პროექტის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო მეწარმეობის ტრენინგების მეორე ციკლის განმავლობაში სულ 852 ახალგაზრდა მონაწილეობდა 71 ტრენინგში, რომელიც ჩატარდა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. 75 საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ პროექტის შემდეგ ეტაპზე, ბიზნესის შვიდდღიან ინტენსიურ ტრენინგებში (BET).
RDYE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ერთკვირიანი ბიზნეს გადამზადების ტრენინგების (Business Excellence Trainings/ BET) შედეგად, სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ეძლევა შეისწავლონ მეწარმეობის სხვადასხვა საკვანძო მიმართულებები მოამზადონ ბიზნეს გეგმები და RDYE პროექტის საგრანტო კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები კი საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ.
ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.
პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.
პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი – 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით, რაც მოიცავს 18 მუნიციპალიტეტს:
ქვემო ქართლი რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა
სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა
შიდა ქართლი გორი, ქარელი, კასპი
მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.facebook.com/RDYE.Project, www.instagram.com/rdye_project, www.rdye.mercycorps.ge.
ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა მხარს უჭერს აფრიკის, აზიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მდგრად განვითარებას.
ევროპისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფედერალური სამინისტრო ადგენს სტრატეგიას. ავსტრიის განვითარების სააგენტო, როგორც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის საოპერაციო უწყება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საწარმოებთან ერთად ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს საჯარო ინსტიტუციებთან.
მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში.
„ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, მერსი ქორფსი მუშაობს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებთან, ახალგაზრდა მეწარმეებთან და პოლიტიკის შემქმნელებთან, რათა სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ხელი შეუწყოს მეწარმეობისა და ეკონომიკის განვითარება.
ლიბერთი ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.
ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებული ჰყავს 4500-ზე მეტი თანამშრომელი.
ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ბანკის სტრატეგიულ მიმართულებას წამოადგენს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და მრავალწლიანი გამოცდილება სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი შეიქმნა 2021 წლის 21 ივნისს. ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების მეშვეობით პოზიტიური სოციალური ცვლილებებისთვის ხელის შეწყობა. ეროვნულ დონეზე, ფონდი წარმოადგენს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის უნივერსალურ წამახალისებელ პლატფორმას კერძო და საჯარო სექტორისთვის.
ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული მეწარმეობის წახალისება ფონდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.