Friday, January 31, 2025
8.8 C
Tbilisi

საქართველოში 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.5%-ს გაუტოლდა

2024 წლის დეკემბერში საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 6.7% შეადგინა, ხოლო 2024 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.5%-ს გაუტოლდა.

დეკემბერში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6,045 ერთეულს გაუტოლდა, რაც 16.7%-ით აღემატება წინა წლის დეკემბრის მონაცემს.

2024 წლის დეკემბერში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების; ტრანსპორტისა და დასაწყობების; ვაჭრობისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

ინფორმაციისთვის: 2024 წლის დეკემბერში ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა და 549.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან შემოსავლები 2024 წლის მეოთხე კვარტალში 10.3%-ით გაიზარდა და 963.7 მლნ. დოლარს გაუტოლდა.

ჯამში, 2024 წელს, საქონლის ექსპორტისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8%-ით გაიზარდა და 6.6 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 7.3%-ით გაიზარდა და 4.4 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზების თანახმად, 2025-2029 წლებში საშუალოდ საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ, რეგიონის, ევროკავშირის კანდიდატ და ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის, 5.2%-ის ოდენობით.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები