ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, მარჩენალდაკარგული პირები, რომლებიც სკოლის შემდგომ სწავლას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, მერიისგან ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ 1250 ლარის ოდენობით, ხოლო მარჩენალდაკარგული პირები, რომლებიც სწავლობენ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (კოლეჯი) წელიწადში ერთხელ, სასწავლო წლის დასრულებამდე, მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას 650 ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია։
- განცხადება მერის სახელზე
- სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
- ცნობა სწავლის ადგილიდან
- მშობლის/მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი/ასლები
- სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.