Friday, January 24, 2025
5.8 C
Tbilisi

კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, ყველაფერს გამოძიება დაადგენს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების  გადახდის აპარატებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დეტალებს გამოძიება დაადგენს. 

როგორც მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მიუხედავად მომხდარისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქალაქეებს ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურება. 

„ავტობუსებში და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ ემსახურება რამდენიმე კომპანია, შპს „აზრი, შპს „მს+“. სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გადახდები შეჩერებულია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რადგან შეუძლებელია. აპარატები ვერ მუშაობს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, აგრძელებს მუშაობას და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. გადახდას ვერ ახერხებენ მგზავრები, შესაბამისად, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას. გამოძიება დაადგენს, თუ საიდან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვის მიერ განხორციელდა კიბერშეტევა“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ხარვეზი გამოსწორებულია და გადახდის სისტემა უკვე გამართულად მუშაობს. 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები