Wednesday, January 22, 2025
-3.2 C
Tbilisi

ტრამპი აცხადებს, რომ ზელენსკის უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება სურს, მაგრამ არ იცის სურს თუ არა ეს პუტინს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრმპმა ჟურნალისტის მიერ მისი დაპირების – რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შედგომიდან პირველივე დღეს დაასრულებდა ომს უკრაინაში – საპასუხოდ განაცხადა: „კარგი, ეს არის დღე-ნახევარი. მე კიდევ ნახევარი დღე მაქვს დარჩენილი. ვნახოთ“.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმების დადება სურს.

ოვალურ კაბინეტში აღმასრულებელი ბრძანებების მეორე პაკეტზე ხელის მოწერისას ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებზეც ისაუბრა.

„მე უნდა ველაპარაკო პრეზიდენტ პუტინს. მას არ უნდა უხაროდეს, არც ისე კარგად მიდის საქმე. ის იბრძვის, მაგრამ უმეტესობას ეგონა, რომ ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა, ახლა კი სამი წელია გასული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, დაახლოებით მილიონი რუსი ჯარისკაცი და 700 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და რუსეთის ეკონომიკაც განადგურებულია.

„რუსეთი უფრო დიდია – მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის მართვის გზა. ზელენსკის სურს შეთანხმების დადება, არ ვიცი, პუტინს სურს, თუ არა… მან უნდა დადოს შეთანხმება. მე ვფიქრობ, რომ ის ანადგურებს რუსეთს შეთანხმების არდადებით. ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება“, – განაცხადა ტრამპმა.

სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ტარიფი უკეთესი სიტყვაა, რადგან ის დოლარს უფრო ძლიერს ხდის“. „მე მგონია, რომ ტარიფები უფრო ეფექტურია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები