Wednesday, January 22, 2025
0.8 C
Tbilisi

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის მეორე დღისთვის 90 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდა

ისრაელს ღაზის სექტორის დასახლებული პუნქტებიდან ჯარები გაჰყავს. გათავისუფლებულია 90 პალესტინელი პატიმარი. მათგან უმეტესობა ქალები და არასრულწლოვანები არიან. უფრო ზუსტად, „ჰამასის“ ინფორმაციით, ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებულთა შორის 69 ქალი და 21 ბიჭია.

პალესტინის ქალაქ რამალას მახლობლად, დასავლეთ სანაპიროს ქუჩებში ხალხი შეიკრიბა და ოვაციებით დახვდა ავტობუსების კოლონას, რომლითაც გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრები გადაჰყავდათ.

„ჰამასმა“ კი, 19 იანვარს 3 მძევალი 471-დღიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა და პირობას დებს, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში კიდევ 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს.

მძევლების გათავისუფლება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ფარგლებში მოხდა, რომელიც 19 იანვარს შევიდა ძალაში.

ღაზის სექტორი ინტენსიური დაბომბვების შედეგად თითქმის განადგურებულია. 2024 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად ევროკავშირმა, გაერომ და მსოფლიო ბანკმა ღაზის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის ღირებულებად 18 მილიარდი ევრო დაასახელეს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები