Wednesday, January 22, 2025
-3.2 C
Tbilisi

საქართველოში სამუშაო ვიზიტად ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური იმყოფებოდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტად ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ბოგდან რიცერსკი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბოგდან რიცერსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძესთან და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალთან, პოლკოვნიკ ზურაბ ხვიჩიასთან. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, მიმდინარე რეფორმებსა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) სტუმრობისას ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ სტუმარს ცენტრის მიზნები და ამოცანები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე წელს დაგეგმილი „ნატო-საქართველო 2025“ სწავლება. აღინიშნა საწვრთნელ ცენტრებს შორის არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა და JTEC-ის განვითარების პროცესში JFTC-ის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა. 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) პოლონეთში მდებარე ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელ ცენტრთან (JFTC) თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. 2020 წელს მათ შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები