Tuesday, January 14, 2025
13.8 C
Tbilisi

ბელგიაში საყოველთაო გაფიცვის გამო შეჩერებულია საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა

GUARDIANGE – საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გამართულმა მასშტაბურმა გაფიცვამ ბელგიაში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხა, დაკეტილია სკოლების დიდი ნაწილი.

ბრიუსელის აეროპორტში ფრენების თითქმის ნახევარი გაუქმდა, რადგან ბარგის დამმუშავებლები, დაცვა და სხვა სახმელეთო პერსონალი გაფიცული არიან, ხოლო ეროვნული რკინიგზის ოპერატორმა NMBS-მა განაცხადა, რომ მატარებლების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა მოძრაობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ასევე მძიმედ დაზარალდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქ ბრიუსელში. სკოლები დაიხურა, სადაც ათიათასობით მასწავლებელი, სავარაუდოდ, შეუერთდება ბრიუსელში გამართულ ეროვნულ აქციას საპენსიო რეფორმების გასაპროტესტებლად, რომელსაც განიხილავენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც 2024 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის შექმნას ცდილობენ.

მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში ყოველგვარი პროგრესის გარეშე გრძელდებოდა, რადგან ხუთი პარტია, რომელიც მოალპარაკებების მაგიდას უზის, ვერ თანხმდება მთავრობის საფინანსო პოლიტიკისა და სადავო საპენსიო რეფორმების შესახებ.

პირველი იანვრიდან ბელგიაში საპენსიო ასაკი 65 წლიდან 66 წლამდე გაიზარდა და 2030 წლისთვის 67 წლამდე გაიზრდება, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები