GUARDIANGE – 60 მილიონზე მეტი ამერიკელი 30-ზე მეტ შტატში ზამთრის ქარიშხლის გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომელსაც შესაძლოა, თან ახლდეს ყველაზე ძლიერი თოვლი და ყველაზე ცივი ტემპერატურა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.
არქტიკაში წარმოშობილი პოლარული მორევის შედეგად ჰაერის ცივმა მასებმა ცენტრალურ აშშ-ში გადაინაცვლა, რასაც თან ახლავს ამინდის ექსტრემალური გაუარესება.
ქარიშხლის შედეგად ათასობით ფრენა გადაიდო ან გაუქმდა, უამრავ საგზაო მონაკვეთზე შეფერხდა ან შეჩერდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა სკოლები.
მოელიან, რომ ქარბუქი მძლავრ დარტყმას მიაყენებს კანზასსა და მისურის შტატებს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ასევე კენტუკის, ვირჯინიის, დასავლეთ ვირჯინიის, არკანზასის შტატებსა და ნიუ-ჯერსის შტატის ზოგიერთ ნაწილში.
მოელიან, რომ ქარიშხალი ორშაბათიდან შესუსტდება.