Wednesday, January 1, 2025
4.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე სამხრეთ კორეაში ავიაკატასტროფის გამო კორეელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამხრეთ კორეის მუანის აეროპორტში Jeju Air-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს და კორეელ ხალხს უსამძიმრებს.

„ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს.

საქართველო სოლიდარობას უცხადებს სამხრეთ კორეას და იზიარებს კორეელი ხალხის მწუხარებას ამ მძიმე დროს”,- წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

სამხრეთ კორეაში, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულია 176 ადამიანი. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. Jeju Air-ის თვითმფრინავი ტაილანდიდან, ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები