Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi

ეროვნული ბანკი: ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტები გაიზარდა, გაზრდილია ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც

ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 439.6 მლნ ლარით გაიზარდა და 57.96 მილიარდი ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან   შედარებით,  14%-ით არის გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით).

აღსანიშნავია, რომ ნოემბერში შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 17%-ით და ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები 12.8%-ით გაიზარდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის  48.32% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.98 პროცენტული პუნქტით ნაკლებია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0-.83 პროცენტული პუნქტით).

აღსანიშნავია ისიც, რომ მზარდია ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც. თუ 2024 წლის ნოემბრის მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 31.3%-ით გაიზარდა და 26.5 მლრდ ლარი შეადგინა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები