Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მარნეულის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო

თავდაცვის სამინისტრო მარნეულის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწო.

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები