Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქართველ ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო.

„ჩვენს ერს წილად ხვდა უდიდესი ბედნიერება, რომ უახლესი ისტორია, დრამატულ ცვლილებათა და გამოწვევათა ეპოქა, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულიერი წინამძღოლობით გაევლო. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი სიბრძნე, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი უპირობო სიყვარული მაგალითს გვაძლევს, გვაერთიანებს და მომავლის რწმენით გვავსებს.

ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს და ვუსურვებ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეო“, – წერს კობახიძე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები